ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი ბუჩას ეწვია, რის შემდეგაც ირპინში გაემგზავრა.
გარდა ამისა, კიევში ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
The Finnish PM Sanna Marin visited Kyiv as well as war-torn Irpin and Bucha. pic.twitter.com/smkThp7vMi
ქალაქები ბუჩა და ირპინი კიევის ოლქში მდებარეობს. უკრაინის მთავრობისა და არაერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რუსული არმია აქ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. მათ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთეს.