logo
ENG



ფინეთმა ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა

15 სექ 202318:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/bsw4eubnkkiwjii.jpg

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრის 00:00 საათიდან შევა.

რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს, რომლებიც ფინეთში არიან, ქვეყნის დატოვება 2024 წლის 16 მარტის ჩათვლით მოუწევთ. მინისტრის განმარტებით, იქნება გამონაკლისებიც, კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებსა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე. 

მანამდე რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა ქვეყანაში ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ აკრძალეს. გადაწყვეტილებები ევროკომისიის ახალ გაიდლაინებს ეფუძნება, რომლის თანახმადაც კერძო მანქანების ევროკავშირში შესვლა არალეგალურ იმპორტად უნდა ჩაითვალოს. 

 

close დახურვა