logo
ENG



ფლანგვა: 2014 - 2021 წლებში საჯარო უწყებებმა 11 მილიონზე მეტი დახარჯეს რუსულ მანქანებში

24 მარ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/skmey383krawzs0.png
ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2014 - 2021 წლებში საჯარო უწყებებმა 122 რუსული წარმოების მანქანა შეიძინეს, რაშიც 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კერძოდ, მათივე ცნობით, საჯარო უწყებებმა შპს "სტრადასგან" რუსული ГАЗ და ТД АЗ УРАЛ წარმოების დასუფთავების, თვითმცლელის და ავტობუსის ტიპის ავტომობილები შეიძინეს.

"2014-2021 წლებში შპს სტრადამ ჯამში 11,110,500 ლარის ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 11,003,758 ლარი მხოლოდ რუსული ავტომობილების გაყიდვით მიიღო.

კომპანიამ 86-დან 51 ტენდერში გაიმარჯვა და აქედან 39 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.

გარდა ტენდერებისა, ამ კომპანიამ 2012-22 წლებში ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის 1,113,265 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა