logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: თბილისში გასულ წელს ჩატარებული 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ გააცდინეს

27 იან 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/z8911k8pw4geeal.jpg

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2023 წელს ჩატარებული თბილისის საკრებულოს 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ, ქუთაისში 34 სხდომა 173-ჯერ, ხოლო ფოთში 13 სხდომა 70-ჯერ გააცდინეს.

მათივე ცნობით, გაცდენის მაჩვენებლებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ლიდერობენ, რომლებმაც თბილისში სხდომები 65-ჯერ, ქუთაისში 141-ჯერ, ხოლო ფოთში 45-ჯერ გააცდინეს.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ თბილისში ჩატარებული 12 სხდომიდან 10-10 გააცდინა სოფო ჯაფარიძემ და ირაკლი ეძგვერაძემ, ხოლო 7 ზვიად კუპრავამ.

"საკრებულოს სხდომებზე მუნიციპალიტეტის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და მათზე დასწრება არჩეული დეპუტატების პირდაპირი ვალდებულებაა. კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ და ჩვეული სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად უნდა ახორციელებდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან, არც რაიმე შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან და არ ასრულებენ დეპუტატის ფუნქციას, ისინი ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც იღებენ", - წერს ფლანგვის დეტექტორი.


close დახურვა