ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.
ორგანიზაციის ცნობით, 27 მილიონი ლარი ქართული ოცნების დეპუტატის კომპანიების ანგარიშებზე უკვე დარიცხულია.
"ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 წლებში და 2021 წლიდან კი ქართული ოცნების. 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე. ჯეირან ომანაძე ქართული ოცნების შემომწირველიცაა - საკუთარი სახელით მან პარტიას 120 000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15 000 ლარი შესწირა. საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ ფლანგვის დეტექტორი 2020 და 2022 წლებშიც წერდა", - წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.