გუშინ საღამოს ფოთიდან 5 პირი ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
საუბარია ბათუმელ მძღოლზე, რომელმაც სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, გზად კი ავტომობილის შესამოწმებლად ფოთის ერთ-ერთ სახელოსნოში შეიარა. სწორედ ამ სახელოსნოში ჰქონდათ მასთან კონტაქტი ბათუმში გადაყვანილ პაციენტებს.
ბათუმელ მძღოლს კოვიდ-19 სომხეთში გამოუვლინდა, ამიტომ მკურნალობასაც ადგილზე გადის.