logo
ENG



ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომის მქონე 6 პაციენტია მოთავსებული

02 აპრ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

ამ ეტაპზე ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე 6 პაციენტი იმყოფება, მიმდინარეობს მათი დაკვირვება.

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დედა და შვილი საეჭვო სიმპტომებით გუშინ გვიან ღამით, ზუგდიდიდან გადაიყვანეს. ისინი ამ წუთებში ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებულები.  

კიდევ 4 პაციენტია მოთავსებული ფოთის საავადმყოფოში. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.

სეგახსენებთ, რომ ფოთში სულ 23 ადამიანია თვითზიზოლაციაში. 8 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.


close დახურვა