ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. სასამართლო პროცესი ხვალ ზუგდიდში გაიმართება.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად კიდევ 3 პირი გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.