logo
ENG



ფოთში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20 აპრ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ფორმულა ნიუსს“ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ განუცხადა.  

1 ინფიცირებული, რომელიც ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება, მკურნალობას კვლავ ბათუმის საავადმყოფოში განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„მივიღეთ პასუხები და ოთხივე უარყოფითია, არც ერთს არ დაუდგინდა. ჯერჯერობით ვინც კარანტინშია მათ გაუკეთებენ ტესტს მე-14 დღეს. ამ დროისთვის არც ერთი არ არის დღეის მდგომარეობით საეჭვო“, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ.

რაც შეეხება განმუხურის საკარანტინო ზონას, იქ კარანტინის რეჟიმში 4 ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა