დაკავებულია ფოთში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის ზედამხედველი „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ რეპორტაჟს რეაგირება ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან მოჰყვა.
„შაბათის ფორმულამ“ გააშუქა ფოთის საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რომელიც დაფინანსებისა და სამუშაოების დაწყების მიუხედავად, 7 წელია, მოუგვარებელია.
ირკვევა, რომ ბრალდებულმა მშენებლობის პროცესში არსებული დარღვევების დასაფარად, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს ჯამში 44 ათასი ლარი გამოართვა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულის მასშტაბის შემცირებას ცდილობს და კორუფციის თუ არამიზნობრივი ხარჯვის წყარო სახელმწიფო უწყებებია.