logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: მე და ტრასი ვთანხმდებით - პუტინის მოწოდება მობილიზაციაზე სისუსტის ნიშანია

21 სექ 202223:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/ezesr70rf5tsjxg.png

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ლიზ ტრასთან ისაუბრა და ევროკავშირსა და ბრიტანეთის ურთიერთობები და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხები განიხილა. 

შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიები მიმდინარეობს. 

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგმეს პუტინის ქმედებები და შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოწოდება რუსი მოსახლეობის ნაწილის მობილიზაციის შესახებ სისუსტის ნიშანია. 

"რუსეთის უკრაინაში შეჭრა წარუმატებელია.

ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხის ძალისხმევას და სიმამაცეს და ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას, დაეხმარონ უკრაინას იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც ეს საჭირო იქნება". - ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენი და ლიზ ტრასის ერთობლივ განცხადებაში. 


close დახურვა