logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის

12 მაი 202210:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/cvd2b0pzi1m7atl.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის ქცევა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს გლობალური სტაბილურობისთვის.

„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან“, - თქვა ლაინმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კაშიდასთან შეხვედრის შემდეგ.

ფონ დერ ლაიენთან ერთად შეშფოთება იაპონიის პრემიერმინისტრმაც გამოხატა და თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აზიისთვისაც. ეს უპატიებელია“, - თქვა კაშიდამ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიამ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესეს. მათ შორის, აქტივები გაეყინათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მისი ოჯახის წევრებს.


close დახურვა