თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია" - ნათქვამია განცხადებაში.
ფონიჭალაში მდებარე პლასტმასის საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.