logo
ENG



ფორმულა: დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

03 აგვ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. 
 
წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. 
 
ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც ფორმულას დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს. 
 
ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა. 
 
ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული პროექტია საქართველოში, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში, მაგალითად, კოვიდ-პანდემიის დროს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ამასთან, მის გარშემო ვნებათაღელვა და მითების გავრცელება რუსეთის მხრიდან - გახსნის დღიდან, 10 წელზე მეტია არ შეწყვეტილა. 

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

ენტონი ბლინკენის თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან

 

close დახურვა