logo
ENG



ფორმულა: ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) საკუთარი რიგებიდან ოცნების გარიცხვას განიხილავს

29 აპრ 202311:58
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ევროპაში, საქართველოს მმართველი პარტიის პარტნიორი, ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) აქტიურად განიხილავს საკუთარი რიგებიდან ქართული ოცნების გარიცხვას. ამას ადასტურებს პარტიის ლიდერებს შორის გუშინ გამართული ვიდეოკონფერენცია, სადაც ოცნების წევრობის სტატუსი განხილვის მთავარი თემა იყო.

ფორმულას ინფორმაციით, ოცნების გარიცხვას ევროპელი სოციალისტების პარტია განიხილავდა ჯერ კიდევ რუსული კანონის მხარდაჭერის დროს - როგორც ფორმულას პარტიიდან უთხრეს, ოცნების წევრობის საკითხზე ჯერ კიდევ მარტში, ევროპელი სოციალისტების პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით იმსჯელეს.

ევროპის სოციალისტური პარტია საკითხს ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად დაუბრუნდა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შეშფოთებულები არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გეგმავს ბუდაპეშტში კონსერვატიულ ფორუმს დაესწროს, დაიცვას კონსერვატიული ღირებულებები და გაიზიაროს პოზიციები ვიქტორ ორბანთან.

"თუ პრემიერმინისტრს ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და აშშ-ის კონსერვატიულ სამოქმედო კონფერენციასთან, მაშინ, ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე", - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სპიკერებს შორისაა. კონფერენციაზე მიწვეულა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე სიტყვით გამოვა.


close დახურვა