ტელეკომპანია ფორმულას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია, სადაც იგი ჟურნალისტებსა და არხის ხელმძღვანელობას შეხვდა.
აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვახო სანაიას, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო. მან, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე, მათ შორის TV პირველთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე.
ფორმულა აშშ-ს ელჩთან ინტერვიუს მომდევნო, 17-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდა, ასევე აშშ-ს ელჩის ატაშეს, ჯონ ფერის. მათ შორის დეტალური საუბარი გაიმართა არხის გეგმებთან დაკავშირებით.