logo
ENG



ფორმულას გამოძიება - აივაზოვსკის 2 ნახატი თბილისში მდებარე მუზეუმიდან დაიკარგა

16 მაი 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

ივან აივაზოვსკის 2 პეიზაჟი თბილისში მდებარე სმირნოვების მუზუმიდან დაიკარგა. კარგად დაგეგმილი ქურდობის სცენარის მიხედვით, ორიგინალი ტილოები ასლით ჩაანაცვლეს, თუმცა ეს ვერავინ გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციები დაბალი ხარისხის იყო და სპეციალური ცოდნის გარეშეც კი მარტივად მისახვედრი, რომ ის მარინისტ ოსტატს არ დაუხატავს.

დაიწყეს გამოძიება, მაგრამ ამ დრომდე არავინ გამოუკითხავთ. რჩება განცდა, რომ ყველა უწყება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიცაა, გაუფრთხილდეს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ შესაძლოა მუზეუმში დაცული აივაზოვსკი ორიგინალი არც არასდროს ყოფილა.

"ფორმულამ" მოაგროვა მტკიცებულებები და გაარკვია, რომ სმირნოვების სახლში დაცული ყველა ექსპონატი 2009 წელს აღირიცხა და დასურათდა, მათ შორის აივაზოვსკის ზღვის, კერძოდ კი ბათუმის პეიზაჟები. გამოიცა კატალოგიც, რომელშიც პეიზაჟების ფოტოები მაღალი რეზოლუციითაა დაბეჭდილი და მითითებულია მისი შესრულების თარიღი და ის რომ "აისი და დაისი" წარმოშობით სომეხი ოსტატის ფუნჯითაა შესრულებული.


close დახურვა