ტელეკომპანია ფორმულას გუნდი ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს. ჩვენს კოლეგებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლეს, სადაც მსჯელობის მთავარი საგანი კრიტიკულ მედიაზე ხელისუფლების წნეხია. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებს, ქვეყანაში დემოკრატიის გაუარესებულ ხარისხსა და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, ამერიკის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას საქართველოში.