ფორმულას თანამშრომელზე თავდამსხმელი დაკავებულია. პირი, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად შეეხო, მიკროფონი წაართვა და პირდაპირ ეთერში შეუვარდა, სხვა კანონდარღვევებშიცაა მხილებული. იმავე დღეს სატელევიზიო ინციდენტამდე 20 წუთით ადრე კაცმა მაღაზიიდან ჩანთა მოიპარა. პირმა დანაშაული ჩაიდინა ჟურნალისტ რატი წვერავასთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევის შემდეგაც - ამჯერად საკანცელარიო მაღაზიაში. ესე იგი, დროის მოკლე მონაკვეთში თავდამსხმელმა სამი კანონდარღვევაა დააგროვა. არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.