logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, EU-ს ექსპერტებსა და NGO-ებს შორის გვარამიას საქმეზე კომუნიკაცია შედგა

17 მაი 202217:09
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ნიკა გვარამიას საქმის დეტალებზე კომუნიკაცია შედგა.

როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, კომუნიკაციის ორგანიზატორი თავად ევროკავშირი იყო.

ევროპელ პარტნიორებს კონკრეტული კითხვები აქვთ, რომლებიც ამ საქმის განხილვის ვადებს შეეხება. ასევე, ისინი ინტერესდებიან, რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით.

რასამთავრობო სექტორი ამ თემის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა