logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, თბილისში დაჯგუფების წევრებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს

21 აგვ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე დღის წინ ორთაჭალის 9 ნომერში მცხოვრები ორი ტაჯიკი ბიზნესმენი უცნობმა პირებმა ფულის გამოძალვის მოტივით გაიტაცეს, მოგვიანებით კი თანხის მიტანის პირობით გაათავისუფლეს. 

ფორმულას ინფორმაციით, გამტაცებლებმა ბიზნესმენები გააფრთხილეს, რათა მათ სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიემართათ, რადგან გამტაცებლებს უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.

გატაცებულთაგან ერთ-ერთი ბიზნესმენი ფორმულასთან ინფორმაციას არ ადასტურებს და სავარაუდო გატაცების შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, ბიზნესმენების საცხოვრებელ ბინაში პოლიციელები დადიოდნენ. 

ფორმულასთან საუბრისას, თავად ბინის მფლობელი ირაკლი ჩაჩხიანი აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში პოლიციელები სამი დღის განმავლობაში იმიტომ დადიოდნენ, რომ ბინაში მცხოვრები ბიზნესმენები დაზარალებულები არიან. მისი თქმით, ბიზნესმენები დაჭერილები იყვნენ. 

ფორმულას ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები, რომლებმაც სავარაუდოდ ტაჯიკი ბიზნესმენები ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, ქართველი, ჩეჩენი და აზერბაიჯანელი ეროვნებისანი არიან. 


close დახურვა