ფორმულას ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კესარია აბრამიძე გუშინ, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.