logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, მოლაპარაკების მე-5 რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება

09 დეკ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაიმართება. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები 11 საათზე შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი, შესრულდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნები, ან შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ორი დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. 


close დახურვა