logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, რუსთავის ციხეში გდდ და სპეცრაზმია მობილიზებული

06 ნოე 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/06/0pz2w1rk1o02dtv.png

ფორმულას ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მეესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოიფება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიცებული.

როგორც ფორმულას შსს-დან სანდო წყარო უყვება, მათი შეყვანა ციხეში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მათი მობილიზება დღევანდელ აქციას უკავშირდება.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე დაიწყება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. მისივე განცხადებით, აქცია იქამდე არ დაიშლება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

"მისი სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც ახლა არა თუ არ ხდება, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფატალური შედეგი სახეზე დადგეს. ის აღვირახსნილი კამპანია, რომელსაც ეწევა ქართული ოცნება და ბინძურ პროპაგანდას აწარმოებენ სააკაშვილის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. რისი მიღწევა უნდა ხელისუფლებას?! რომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადოს სააკაშვილმა და მედიკამენტების მირებაზეც თქვას უარი?!", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღეს რუსთავის ციხესთან ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვმა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ტავდაპირველად აქცია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით ორგანიზატორებმა აქციის გამართვა სააკაშვილის საპყრობილესთან გადაწყვიტეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ორგანიზატორები სიხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე სცენას აწყობენ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა