logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

04 მაი 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის და კონკრეტულად ვინ მოინახულებს ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა