ფორმულას მედია სკოლა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, კამპანია #მევირჩევთანასწორობას #IChooseEquality ფარგლებში იწყებს განაცხადების მიღებას სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის 12 კვირიან უფასო სასერტიფიკატო კურსებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ქვემო ქართლის რეგიონიდან.
ორივე მიმართულებით მეცადინეობები, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში წარიმართება ტელეკომპანია ფორმულას შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 45).
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებელობა, უშუალოდ ჩაერთონ მედია პროდუქტების მომზადებაში.
კურსის დამთავრების შემდეგ კი საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ ან/და ითანამშრომლონ ტელეკომპანია ფორმულასთან.
განაცხადები მიიღება 2021 წლის 26 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 20 სექტემბერს.
თითოეული კურსის საკონტაქტო დრო მოიცავს 80 საათს. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3 დღე, დღეში 2 საათი.
კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ 16 – 30 წლამდე ახალგაზრდებს - დამწყებ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და მათ ვინც დაინტერესებულია სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის პროფესიით.
სწავლა უფასოა!
კურსებზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა - აპლიკაციის შესავსებად დააჭირეთ აქ.