logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტის მიმართ ძალადობაზე რუსეთის მოქალაქეს 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

21 დეკ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ჟურნალისტ დავით ქურდაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეს 7 ათასი ლარის გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა - პროკურატურა პატიმრობის ნაცვლად, 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

9 ნოემბერს რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული ფულის გათეთრების თემაზე რეპორტაჟის მომზადების დროს, შაბათის ფორმულას ჟურნალისტს რუსებმა ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს და ადგილიდან მიიმალნენ. ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარზე რუსეთის მოქალაქე ამხილეს. მათი განცხადებით, საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვეს.

უწყების ცნობით, ამის საფუძველზე 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.


close დახურვა