logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტს, ნინო ვარძელაშვილს და მის ოპერატორს თავს დაესხნენ

05 ივლ 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ჟურნალისტს, ნინო ვარძელაშვილს და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. 

ვარძელაშვილი ქაშვეთის ეზოში საპატრიარქოს წარმომადგენლების პარაკლისს იღებდა, როცა ფორმულას კიდევ ერთ ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე თავდასხმის შესახებ შეიტყო. 

ამის შემდეგ მან ქაშვეთის ეზო დატოვა, რა დროსაც, როგორც თავად ყვება, აგრესიულმა ადამიანებმა შეამჩნიეს და ჯერ მის ოპერატორს, შემდეგ კი მას სცემეს. 

ასევე, დააზიანეს ტექნიკა - გადაჭრეს პირდაპირი ეთერის გადამცემი აპარატურის კაბელები. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.


close დახურვა