logo
ENG



ფორმულასთან ინტერვიუს შემდეგ, პროკურატურაში დაბარებული ფირუზ წულუკიძე დაკითხვაზე არ მივიდა

01 ივლ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ექსკლუზივის სკანდალური გაგრძელება - სპორტსმენი, რომელიც აჭარის მთავრობას და პოლიციას საარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებს, პროკურატურაში დაიბარეს.

ფირუზ წულუკიძე გამოძიებას არ ენდობა და დაკითხვაზე არ მისულა. 21 ივნისს, დროებაში გასულ სიუჟეტის შემდეგ სადაც წულუკიძე აჭარის პოლიციის უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას, დავით რიჟვაძეს ზონდერ ჯგუფების შექმნაში ადანაშაულებდა - საგამოძიებო ორგანომ ძიება დღეს დაიწყო.

ძალოვნებთან დაახლოებული პირების მხრიდან მუქარის და ქვეყნის დატოვების მოთხოვნის შემდეგ, წულუკიძე ამბობს რომ ახლა მას სასამართლოს მეშვეობით უპირისპირდებიან. სააპელაციო სასამართლომ, იმ საქმეზე ჩანიშნა სხდომა - რომელზეც წულუკიძემ 2018 წელს სასჯელი მოიხადა.

ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დროებას მოუყვა ე.წ. ზონდერ ბრიგადების არსებობისა და პოლიციაში გამართული კონსპირაციული შეხვედრის შესახებ. ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ ოპოზიციაშიც. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სწორედ ძალადობის გამოყენებით შეეცდება საარჩევნოდ გავლენის მოპოვებას. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ წულუკიძის მიერ დასახელებულმა მაღალჩინოსნებმა თანამდებობები უნდა დატოვონ. საკითხს აკვირდებიან მესამე სექტორშიც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტში სამოხელეო და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. იურისტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას პასუხი, დროულად გაეცეს.

კონსპირაციულ შეხვედრაში მონაწილე კიდევ ორი სპორტსმენი, რომლებმაც ხელისუფლების შეთავაზებაზე და ზონდერ ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თქვეს - სამართალდამცველებმა მაისის თვეში იმ საქმეზე დააკავეს, რომელზეც დაზარალებულად არიან ცნობილები. რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნა ადვოკატმა, დღევანდელ პროცესზეც დააყენა თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაიკითხებიან თუ არა სპორტსმენების მიერ დასახელებული მაღალჩინოსნები პროკურატურაში, ეს ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა