პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეში საჭიროა ევროკავშირი ჩაერთოს.
"ევროკავშირი უნდა ჩაერთოს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. თბილისში ოთხშაბათს, ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს“ - წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, საქართველოში სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოსულ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ორ ლიეტუველ დეპუტატს იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ნახვის უფლება არ მისცა.
რატი ბრეგაძემ ანა ფოტიგას მიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სააკაშვილთან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორებს უშვებენ.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.