ჩრდილოეთ აფრიკაში ალ-ქაიდას ლიდერი, აბდელ-მალეკ დრუკდელი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა.
ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაცია მალის ჩრდილოეთ რეგიონში სამი დღის წინ ჩაატარეს. თავდაცვის უწყების ცნობით, დაჯგუფების ლიდერის გარდა, მოკლულია დრუკდელის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრიც.
ამავე რეგიონში რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს ფრანგმა სამხედროებმა ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურიც დააკავეს.
საფრანგეთმა არმია მალიში 2013 წელს გაგზავნა, ქვეყანაში 5 ათასზე მეტი ჯარისკაცი მსახურობს.