საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს ალ-ქაიდას ლიდერი აფრიკის საჰელის რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა.
ტერორისტი ფრანგულმა ძალებმა 5 ივნისს მოკლეს. პარლის ინფორმაციით, მოკლული ბაიე აგ ბაკაბო 2013 წელს მალიში ორი ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.
ჟურნალისტები კლოდ ვერლონი და გისლენ დუპო გაიტაცეს და დახვრიტეს MNLA Tuareg-ის სეპარატისტული ჯგუფის წევრთან გასაუბრების შემდეგ მალის ჩრდილოეთით, 2013 წლის ნოემბერში. იქამდე ექვსი თვით ადრე საფრანგეთის ჯარებმა უკან დააბრუნეს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებმაც აიღეს ჩრდილოეთ მალის ქალაქები.
მოკლული ჟურნალისტების ოჯახები ეძებდნენ უამრავ იურიდიულ გზას, რათა მკვლელები გაესამართლებინათ.
პარიზის პროკურატურამ ბაკაბო ჯერ კიდევ 2013 წელს დაასახელა ბრალდებულად მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების ცხედრების მახლობლად მისი პიკაპის სატვირთო მანქანა უდაბნოში მიტოვებული იპოვეს.