logo
ENG



ფრანკლინის კლუბი იმედს: მიგვიწვიეთ ეთერში, სადაც ვილაპარაკებთ ჩვენს ნამდვილ საქმიანობაზე

13 მარ 202321:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/k51w1g67s0ppvfd.jpg

ფრანკლინის კლუბი ტელეკომპანია იმედს მიმართავს, მიიწვიონ პირდაპირ ეთერში, სადაც საშუალება ექნებათ, მათი კლუბის რეალურ საქმიანობასა და შინაარსზე ისაუბრონ.

ფრანკლინის კლუბი ამით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც პრემიერმინისტრმა მათ "ანარქისტები" უწოდა და თქვა, რომ ფრანკლინის კლუბის წევრებს აქციაზე "დავალება ჰქონდათ მიცემული, შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან".

"მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ წამყვანს, მოგვიწვიოს პირდაპირ ეთერში, სადაც შევძლებთ ვილაპარაკოთ ფრანკლინის კლუბის ნამდვილ შინაარსზე და საქმიანობაზე.

სამწუხაროდ, იმედის ეთერში უკვე არაერთხელ გავიდა დეზინფორმაცია ჩვენი კლუბის შესახებ, რაც დაგვირგვინდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ 12 მარტს ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში გაკეთებული აბსურდული განცხადებებით. ეს დეზინფორმაცია აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას.

მსგავსი პროპაგანდა სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენთან განათლების ნებაყოფლობით მიმღები ახალგაზრდების მიმართ, რომლების უმრავლესობაც სკოლის მოსწავლეა. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო შეგნება და მისცეთ თქვენს მაყურებელს საშუალება გაიგოს სიმართლე! ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე!"- ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა