logo
ENG



ფრანცისკე კირილზე: პატრიარქმა საკუთარი თავი პუტინის დამხმარე ბიჭამდე არ უნდა დაამდაბლოს

04 მაი 202215:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/neothar3e7isfoe.jpg

პაპი ფრანცისკე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს მოუწოდებს, არ გახდეს პუტინის მსახური. ამის შესახებ ფრანცისკემ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ფრანცისკეს თქმით, მან კირილი რუსეთის პატრიარქი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გაზიარების გამო გააკრიტიკა.

პაპი აცხადებს, რომ დიალოგი 40 წუთს გაგრძელდა, რუსეთის პატრიარქი მას ომის გამამართლებელ მიზეზებზე ესაუბრა. ფრანცისკემ კი უთხრა, რომ ისინი "ხელისუფლების სასულიერო პირები არ არიან და პოლიტიკის ენით არ უნდა საუბრობდნენ".

„მე მასთან 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრე Zoom-ით. პირველი 20 წუთის განმავლობაში ის ფურცლით ხელში მიკითხავდა ომის გამამართლებელ ყველა მიზეზს.

მე მას მოვუსმინე და ვუთხარი: მე ამის შესახებ არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ ხელისუფლების სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ პოლიტიკის ენას, არამედ იესოს ენით უნდა ვსაუბრობდეთ. 

ჩვენ ერთი ღმერთის წმინდა ფარის მწყემსები ვართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ მშვიდობის გზა, უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. პატრიარქმა საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს პუტინის დამხმარე ბიჭამდე., - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

ფრანცისკეს თქმით, კირილთან ზარი 16 მარტს შედგა და მხარეები 14 ივნისს იერუსალიმში დაგეგმილი შეხვედრის გადადებაზე შეთანხმდნენ. ფრანცისკე აცხადებს, რომ ეს შეხვედრა ომს არ უკავშირდება თუმცა კირილი მას დაეთანხმა რომ ახლა შეხვედრა შესაძლოა არასწორად იყოს აღქმული.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცემა AFP-მ მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქი კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.

 

close დახურვა