ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
განცხადების თანახმად, დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ფროდაქეშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა და ჩხრეკა დაიწყეს.
პოლიცია იმყოფებოდა ოკმელაშვილის სახლშიც.