logo
ENG



ფრონტერამ თვითონ შეუქმნა თავის თავს პრობლემები - ირაკლი კობახიძე

24 ივნ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

„ქართულ ოცნებაში“ „ფრონტერას“ ხელმძღვანელის ბრალდებებს უარყოფენ- კომპანიას სამომავლო საქმიანობის გაგრძელაბასთან დაკავშირებით ხელისუფლების სახელით კონსულტაციებს სთავაზობს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამერიკულ კომპანიას მოუწოდებს, რომ ლობიზმის ნაცვლად, ფული ინვესტიციებში დახარჯოს. 

„წაგებული არბიტრების მიუხედავად, მზად ვართ, გვქონდეს კონსულტაციები. მათი მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ ეთიკური ფორმით იყვნენ ჩართულები. ლობიზმზე ხარჯვის ნაცვლად, სჯობს ინვესტიციებში დახარჯონ ფული. უამრავი ამერიკული ბიზნესია, რომელსაც არ აქვს არანაირი საფრთხე საქართველოში. ერთადერთია ფრონტერა, რომელმაც თავის თავს თვითონ შეუქმნა პრობლემები, ეს არის ნათქვამი არბიტრაჟის მიერაც", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ „ფრონტერა“ საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ბიზნესისა და კომპანიის თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თავად „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაშია საუბარი. ამერიკული კომპანია სამინისტროს მიერ 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებაზე ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. „ფრონტერას“ წერილში ვკითხულობთ, რომ უწყების საჯარო განცხადებები დამაბნეველია.


close დახურვა