logo
ENG



ფხენიანი ამტკიცებს, რომ მისმა ახალმა ჯაშუშმა თანამგზავრმა თეთრი სახლი, პენტაგონი გადაიღო

28 ნოე 202312:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/28/zkqm33241nrroq5.jpg

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ მისმა ახალმა ჯაშუშმა თანამგზავრმა თეთრი სახლი, პენტაგონი და ნორტოფლკის საზღვაო ბაზაზე ავიამზიდების ფოტოები გადაიღო. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ფოტოები კიმ ჩენ ინმაც დაათვალიერა.

გასულ კვირას ფხენიანმა პირველი სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა, რომელიც მათი თქმით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო გადაადგილების მონიტორინგისთვის შეიქმნა.

მას შემდეგ სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ გარდა აშშ-ის დედაქალაქისა, თანამგზავრმა გადაიღო ქალაქები და სამხედრო ბაზები სამხრეთ კორეაში, გუამსა და იტალიაში.

ჯერჯერობით, ფხენიანს სურათები არ გაუსაჯაროებია, რის გამოც ანალიტიკოსები და უცხოური მთავრობები ბჭობენ, რეალურად რამდენად ეფექტურია ახალი თანამგზავრი.

სამხრეთ კორეამ, რომელმაც სამშაბათს თქვა, რომ აშშ-ის Falcon 9-ის რაკეტაზე მისი პირველი ჯაშუშური თანამგზავრის გაშვების თარიღი 30 ნოემბერს ამინდის გამო გადაიდო, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრის შესაძლებლობების შემოწმება შეუძლებელია.


close დახურვა