[შოვის სტიქია] ეს ტრაგედია არის ნამდვილად ტრაგედია და ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა. გამომდინარე აქედან, ხელისუფლებამ იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.
ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე გარკვეული წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზეც თქვა, რომ "ბოდიში", რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს. გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც იყო, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი.