logo
ENG



ქადაგიშვილი: ჩვენთვის ეს დოკუმენტი მისაღები არ არის, მისაღებია ის, რასაც ხელი მოვაწერეთ

18 აპრ 202123:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/19/blkhigrfth2b4k1.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებთ ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს მისაღები არ არის, მისაღებია ის, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა.

ქადაგიშვილი თქმით, იმ დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს, "საერთოდ არ იყო საუბარი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან".

"ჩვენ ჩვენი ინიციატივით ვთქვით საერთოდ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია, კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით... მე ვფიქრობ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც პრინციპში შეთანხმებული იყო სხვადასხვა მხარეების დიდი ხნის მუშაობის შედეგად და რომელიც დატოვა დანიელსონმა თავისი მედიაციის პირობებში, ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენ თვითონ ვთქვით 40%-იანი ერთგვარი ჩამკეტი, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად რეალისტური, კომპრომისული ნაბიჯი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით", - თქვა ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, 43%-იან ჩანაწერზე მან "ექსპრომტად გაიგო".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დავრჩებით იმ პოზიციაზე და ამაზე ალბათ იქნება უკვე ხვალ მსჯელობა. ახლა დღეს საღამოს ექსპრომტად ვიგებ ამ ინფორმაციას. ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. 

რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამინისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დეპუტატის თქმით, "არაფერი საკონსულტაციო აქ აღარ არის".

"40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია", - ამბობს ის.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს დოკუმენტი, დეპუტატი პასუხობს, რომ მისაღებია ის, რასაც ხელი მოაწერა.

"ეს ჩვენთვის არ არის მისაღები, ჩვენთვის მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ", - თქვა ქადაგიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. დოკუმენტის ერთერთ პუნქტში წერია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ


close დახურვა