logo
ENG



ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

05 მაი 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/ml3u1v2gq9yx1qr.jpg

36 წლის უკრაინელი ჟურნალისტი, ოლექსანდრ მახოვი ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა.  მახოვი "უკრაინა 24"-ის ჟურნალისტი იყო და ფრონტის ხაზზე მას შემდეგ იბრძოდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში დაღუპულ ჟურნალისტს პატივი მიაგო.

“პატრიოტი და გულწრფელი... ის ყოველთვის ყველაზე მამაცთა შორის იყო. მარადიული ხსოვნა მას და ყველა ჩვენს გმირს, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს, უკრაინა კი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

ოლექსანდრ მახოვი 4 მაისს დაიღუპა. 


close დახურვა