logo
ENG



ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ორ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 მარ 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock 1115

ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ორ ბრალდებულს Covid 19 დაუდასტურდა - ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ვიგებთ, ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე ბრალდებული არის ექთნის კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი 20 მარტს დაუდასტურდა.

„ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა