logo
ENG



ქალი კამერით: ისტორიის ოპერატორი - დროება

09 აპრ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 

1989 წელი. თბილისის ერთ ოჯახში, მცირეწლოვანი შვილის პირველი ნაბიჯების დასაფიქსირებლად, დედა იძენს იმ დროისთვის იშვიათ ვიდეო კამერას. ერთი შეხედვით სტანდარტული ისტორიაა. მაგრამ შემდგომ ეს კამერა უნიკალურ ვიდეომასალას გადაიღებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს. 9 აპრილის ღამეს იღებდნენ სახელმწიფო არხებიც, თუმცა მათი მასალა იყო ფრაგმენტული და არასრული. გარდა მოქმედი პოლიტიკური ცენზურისა, რთულია ოპერატორისთვის მუშაობა, როდესაც კონტექსტი, შინაარსი და მოვლენის მნიშვნელობა ბოლომდე არ გაქვს გათავისებული. დროების სიუჟეტის გმირის, ქალბატონ ციცო გრიგოლიას შემთხვევა კი სამოქალაქო გმირობის მაგალითია. დროება ესტუმრა ქალს კამერით, მის უნიკალურ საარქივო მასალასაც გადაავლო თვალი და მოამზადა სიუჟეტი, რომელიც იმ ეპოქის სურნელს და განწყობას ობიექტივის და მის უკან მდგარი ქალის მონაყოლით შეგვაგრძნობინებს.


close დახურვა