logo
ENG



ქამადაძე: ოცნების შტაბიდან ხმები გამოდის, რომ თავდგირიძე პრინციპული აღმოჩნდა ვაჭრობის დროს

29 ოქტ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე ქართულ ოცნებასთან გარიგებაში შევიდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ქართული ოცნების შტაბიდან გამოდის ხმები, რომ ირაკლი თავდგირიძე ძალიან პრინციპული აღმოჩნდა ვაჭრობის დროს. 150 ათას ლარზეა საუბარი, ამ შემთხვევაში. ეს ხმები გამოდის იქიდან. ქართული ოცნების შტაბიდან გამოდის ეს ხმები, ოღონდ საუბრობენ ასეთი ქილიკით, რომ ეს ადამიანი ძალიან პრინციპული აღმოჩნდა ვაჭრობის დროს. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსები პრინციპულები იყვნენ თავისი ღირებულებებისა და იდეების მიმართ", - თქვა ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ  პარტია საქართველოსთვის დატოვა. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გახარიას პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 15, ხოლო ლელოს - 1. გახარიას პარტიიდან საკრებულოში 3 პირი შევიდა, თუმცა ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ მათ 2 მანდატი დარჩებათ. 


close დახურვა