logo
ENG



ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

13 იან 202410:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/13/almoe5o2jzbjla4.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტი მიზეზად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს, მათ შორის ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას ასახელებს. მათი ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


close დახურვა