logo
ENG



ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

28 იან 202316:20
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

close დახურვა