ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2011 წელს დაბადებული გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. ბრალდებული, 22 წლის კაცი დაკავებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგო ბებიასთან იყო სტუმრად.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.