logo
ENG



ქართველი ემიგრანტები პროდასავლურ პარტიებს შეხვდნენ

23 თებ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 

 

ემიგრანტების ორგანიზაცია "ერთად სახლში", პროდასავლური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, საკოორდინაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.

შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრის მონაწილეებს, ონლაინ რეჟიმში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

„დღეს ჩვენ შეხვედრა გვაქვს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. ესენი არიან არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთათვის მთავარია სხვადასხვა ღირებულებები, მაგალითად ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, საქართველოს გამოყვანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან, კორუფციიდან, ასევე იმ საკითხების განხილვა, რაც შეეხება, მაგალითად, არჩევნებს“, - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 


close დახურვა