24 წლის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ყაზახეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. 24 წლის ქართველი მოციგურავე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა. ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 88.00 ქულა დაიმსახურა, თავისუფალში კი 156.98, ხოლო ჯამურად 244.98 ქულა მიითვალა.
ქართველი მოციგურავე ყაზახეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
14 ოქტ 201912:28
3 წუთის საკითხავი