ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კარანტინი დასრულდა. კლინიკამ მუშაობა უკვე განაახლა. მედიკოსები ამბობენ, რომ განმეორებითი ტესტირების შედეგად მათ თანამშრომლებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.
ქართულ-ჰოლანდიური კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოთავსებულ პაციენტს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურა, რის გამოც 12 აპრილს კლინიკა დროებით დაიხურა.
„განმეორებითი გამოკვლევებითაც საბოლოო ჯამში 62-ვე თანამშრომელს და 7 პაციენტს, რომლებიც იმყოფებოდნენ სარეანიმაციო დარბაზში მანამდე არ აღმოაჩნდა დადებითი ტესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლი ჩვენს დაწესებულებაში აღმოჩნდა საკმაოდ კარგ დონეზე“, - განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა ეკა სანიკიძე.