logo
ENG



ქართული ავიაკომპანიები სანქცირებულების სიაში

02 ივნ 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

ვის მოუტანს პუტინის გადაწყვეტილების უსიტყვო შესრულება საერთაშორისო სანქციებს საქართველოში? ყურადღების ქვეშაა ქართული ავიაკომპანიები, რომელთა ხელმძღვანელებს დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატები შეხვდნენ. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა. ერთ-ერთი ასეთი საუბარი საფრანგეთის საელჩოში შედგა. შეხვედრამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ პროცესი სანქციებით დასრულდება. დიპლომატებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა თამაზ გაიაშვილიც, რომლის კომპანია Georgian Airways ასრულებს თბილისაა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს და უკრაინის ხელისუფლებამ უკვე შეიყვანა დასასანქცირებელთა სიაში.


close დახურვა